Saturday, July 19, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელმა პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა.მივიღეთ კოლეგების რჩევები და ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელი განმავითარებელი კომენტარები.

Friday, July 18, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ პორტფოლიოს სრულყოფა მოვახდინეთ.შევიტანეთ მასში ცვლილებები,შემდგომ ავტვირთეთ გუგლ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.დატვირთული სამუშაო დღე გვქონდა.წარმატებით დავძლიეთ მოცემული დავალება,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს ქალბატონ ლალი გიგაურს.დიდი მადლობა ჩვენი დახმარებისთვის და ჩვენზე გაწეული ამაგისთვის.გვიყვარხართ ძალიან.......

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს ჩვენ კიდევ ერთი  ნაბიჯი გადავდგით წინ და განვითარების დონემ მაღლა აიწია.ძალიან წარმატებული ტრენინგებია ჩემთვის და ზოგადად ყველა მასწავლებლისთვის.
უკვე შევძელით ჩვენს ბლოგის დიზაინის შეცვლა და გვერდების შექმნა.ასევე გაჯეტების ჩამატება და დაფორმატება.

Sunday, July 6, 2014

მეექვსე რეფლექსია

დღეს ჩვენ გავიმეორეთ გუშინდელი აქტივობები თეორიულად,შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ავტვირთეთ გუგლ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგში.მივიღეთ საშინაო დავალება

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ჩვენ დღეს ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი დავალებები შევასრულეთ.შევქმენით პრეზენტაცია და ავტვირთეთ ჩვენს ელექ. ფოსტაზე დისკ დრაივზე და შემდეგ გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, July 4, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ  საშინაო დავალებები პროექტის მიზნები და ამოცანები მოვიტანეთ და განვიხილეთ.დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები. ასევე შევქმენით ახალი პოსტი -მიმართუთულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მოვიფიქრეთ და ჩავწერეთ . საშინაო დავალებად მოგვეცა კითხვების დახვეწა და კომენტარების ჩასმა.
მეორე მოდულმაც წარმატებით ჩაიარა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები






1.ზოგადი კითხვები                2. თემატური კითხვები         3.    შინაარსობრივი კითხვები

როგორ მეხმარება ზუსტი მეცნიერებები სამყაროს შეცნობაში?
როგორ აღწევენ ადამიანები წარმატებებს?


ვინ იყვნენ ,,პითაგორელები"?

როგორ   შეიძლება გამოვიყენოთ  პითაგორას თეორემა პრაქტიკაში?

რატომაა დღესაც აქტუალური ეს თეორემა და როგორ გამოვიყენებ პრაქტიკაში?

რა დამოკიდებულება არსებობს მართკუთხა სამკუთხედში გვერდებს  შორის?
 რა შედეგებს გვაძლევს პითაგორას თეორემა?
რა კავშირი არსებობს მართკუთხა სამკუთხედის კათეტების გეგმილებსა და ჰიპოტენუზაზე დაშვებულ სიმაღლეს შორის?

Thursday, July 3, 2014

პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები

 მოსწავლეები შეძლებენ:

შეისწავლონ პითაგორას თეორემა და მისი შებრუნებული თეორემა.
მოახდინონ მათი გამოყენება კონკრეტული ამოცანების ამოსახსნელად.

 მოიძიონ ინფორმაცია პითაგორას ცხოვრების  შესახებ,დაამტკიცონ პითაგორას თეორემა სხვადასხვა ხერხით, ამოხსნან ამოცანები პითაგორას თეორემის გამოყენებით.

 შექმნან ფოტო–ალბომი პითაგორას ცხოვრებაზე და და გააკეთონ პრეზენტაცია.
 სხვადასხვა სიტუაციებში პითაგორას თეორემის გამოყენების მნიშვნელობის შეფასებას.
   როგორც ,,ექსპერტები“ შეძლებენ  გამოიყენონ   კვლევის უნარ-ჩვევები  და  თანატოლებთან თანამშრომლობით სტატიების მომზადებას. რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის და იდეების დემონსტრირებას. 

Sunday, June 29, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ გავიხსენეთ წინა  დღის დავალება,შევქმენით ბლოგზე ახალი პოსტები,შევძელით ჯგუფის წევრების საპროექტო იდეების დათვალიერება და კომენტარების ჩაწერა,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,შევავსეთ სასწავლო პროექტის  შაბლონი და დავალებად მოგვეცა მოვიფიქროთ პროექტის მიზნები და გავიაზროთ შესაძლო შედეგები  .შევქმნათ ახალი პოსტი და განვათავსოთ ჩვენს ბლოგზე.

Saturday, June 28, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით  ინტელის ტრენინგის მიზნებსა და პროგრამას, შევქმენით  პორტფოლიო.  
დღეს ჩვენ შევძელით ელექტრონული სახელმძღვანელო დაგვეთვალიერებინა და ზოგიერთი ფაილი ჩამოგვეტვირთა და შეგვენახა კომპიუტერის დისკზე. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს და  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს.

მეორე დღის  რეფლექსია

გავიხსენეთ  წინა  დღის  დავალებები, მოხდა პროექტების იდეების  გენერირება,
შევქმენით პროექტის პუბლიკაცია ბროშურის  სახით.



ჩემი პროექტის იდეა

პითაგორას თეორემის გამოყენება პრაქტიკული ხასიათის ამოცანებში